მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაღიზიანებულმა სასულიერო პირებმა "ოცნებისა" და"პატრიოტთა ალიანსის" წევრების მეშვეობით "მთავარი არხის" ...

გაღიზიანებულმა სასულიერო პირებმა “ოცნებისა” და”პატრიოტთა ალიანსის” წევრების მეშვეობით “მთავარი არხის” ჟურნალისტებს ტაძარი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

Published on

ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილის საკათედრო ტაძარში “მთავარი არხის” ჟურნალსტები მივიდნენ. მათი დანახვით გაღიზიანებულმა სასულიერო პირებმა კი ჟურნალისტებს ტაძარი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები, “ოცნების” წევრები და მხარდამჭერები, ასევე, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები. სწორედ მათი დახმარებით დაატოვებინეს მაღალი იერარქიის სამღვდელოების პირებმა “მთავარი არხის” ჟურნალისტებს ტაძრის ტერიტორია. 

მარტვილის მონატერში გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ისმის ჟურნალისტებისადმი მუქარა და წირვაზე დამსწრე ერთ-ერთი ადამიანი გადამღებ ჯგუფს ეუბნება კიდეც, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებენ, კამერებს გადაუმტვრევს. 

მღვდელმთავრები ადგილზე მისული პოლიტიკური პარტების წევრებზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ისინი ყველას აკურთხებენ, ვინც ტაძარში მივა. 

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...