მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ ჩაანაცვლა ნაციონალურმა მოძრაობამ გენერალ დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანით

რატომ ჩაანაცვლა ნაციონალურმა მოძრაობამ გენერალ დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანით

Published on

სამტრედია-წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ გენერალ დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა.

როგორც პარტიის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე განმარტავს, ქართული ოცნება ხშირად საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აგვისტოს ომის დაწყებაზე, დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად მათ ეროვნულ კამპანიაში დევი ჭანკოტაძის ჩართვა გადაწყვიტეს. მისი კანდიდატურა კი ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს.

“მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ კამპანიაში ყველა რეგიონში ჩართული იყოს 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის მოგერიების ერთ-ერთი გმირი”, —აღნიშნა ვაშაძემ ფორმულას ეთერში აღნიშნა ვაშაძემ

მისივე თქმით, ჭანკოტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება.

ამ საკითხს განმარტავს ზაალ უდუმაშვილიც: „ზოგადად პოლიტიკაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს რაღაც ცვლილებები ხდება. ჩვენ ვითათბირეთ და მივიღეთ გადაწყევეტილება. ჩვენი საერთო აზრით, დევი ჭანკოტაძის ავტორიტეტიდან გამომდინარე, მისი მხოლოდ ერთ ოლქში წარმოდგენა შესაძლოა, ყოფილიყო არაეფექტური, ვიდრე მთელ საქართველოში. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი დევი მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება საარჩენო კამპანიაში ჩართული და კონკრეტულ ოლქში ნანუკა ჟრჟოლიანისგან მივიღეთ თანხმობა მაჟრიტარობის კანდიდატობაზე“

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...