მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავას სცენარი ჩაუვარდა, თუმცა ჯერაც ვერ გამოვიდა ,,ბელადომანიის'' მამხილებლის პოზიდან

გიგი უგულავას სცენარი ჩაუვარდა, თუმცა ჯერაც ვერ გამოვიდა ,,ბელადომანიის” მამხილებლის პოზიდან

Published on

“იმედი მაქვს კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს.” – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა, ენმ-სა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას მიერ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმ მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას ეხმაურება. 

წარდგენისას ენმ-ს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჯალაღონიაზე თქვა, რომ “ზუგდიდი, ირჩევს ზუგდიდელს”. უგულავა კი წერს, რომ პარტია “უხერხულად, სამარცხვინოდ გამოიყურება” მაშინ, როცა ამავე პარტიის სახელით წარსულში ზუგდიდის მაჟორიტარად სანდრა რულოვსი იყრიდა კენჭს.

“ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ?

ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს”. – წერს უგულავა. 

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი ზუგდიდში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობდა, რომ “მეუღლის დაყენება ჯერ კანდიდატად, ახლა დედის დაყენება კანდიდატად, რაღაცა მანია აქვს ამ ადამიანს”

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...