მთავარისიახლეებისაზოგადოება"ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა!"

“ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა!”[Video]

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“ ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი სახელწოდებით „ოჯახში ძალადობის მხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID 19 -ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ მიზნად ისახავს ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციასა და ამ შემთხვევებზე სწრაფ რეაგირებას. პროექტის ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმატა ქალებზე ძალადობის ფაქტებმა და ამ სახის ბენეფიციარებს დახმარება განსაკუთრებულად სჭირდებათ.

ამ პროექტის ფარგლებში როგორც იურიდიული, ასევე ფსიქოლოგიური დახმარება 100 -მდე ბენეფიციარს გაეწევა, განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ქალებს.

პროექტი რამდენიმე ძირითადი აქტივობისგან შედგება, როგორიცაა სატელეფონო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები, არტ-თერაპიის სესიები ოჯახში ძალადობის პოტენციური მსხვერპლი ბავშვებისთვის და ასევე ნაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვის მოდიფიცირებული პროგრამა, რომელიც მოიცავს უფასო ონლაინ კურსს და მიმართულია სტერსისა და შფოთვის შემცირებისკენ. პროექტის განხორციელება სამი თვის წინ დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...