ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის რეკორდული — 259 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა.
24 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 705 უკვე გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.
კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.