მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდელი ექიმი მალხაზ ჯალაღონიაა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდელი ექიმი მალხაზ ჯალაღონიაა

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდელი ექიმი მალხაზ ჯალაღონიაა.

ვინ არის მალხაზ ჯალათონია? ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი მაია კალნდია წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

“ყველაზე გულისხმიერი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ. ექიმი, რომელიც კონსულტაციისთვის გადასახდელ სავალდებულო თანხას ხშირად  უბრუნებს პაციენტებს და წამლებსაც  თვითონ ყიდულობს.

სკოლა – ოქროს მედალზე.

ინსტიტუტი – წითელ დიპლომზე.

ჰყავს საუკეთესო მეუღლე და შვილები, ორივე ამერიკულ ცოდნას ეუფლება.

უფროსი ელენე – ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრანტია. კონსტანტინე, ლაფაეტის უნივერსიტეტის სტუდენტი.

საუკეთესო შვილი, მეუღლე, მამა და ჩვენი მეგობარი მალხაზი…

P.S. ფლობს ორ უცხო ენას”,-წერს იგი.

ენმ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა.

ასევე დღეს წარადგინეს:

1. ქუთაისი – გრიგოლ ვაშაძე

2. გლდანი- ნიკა მელია

3. ისანი – ხატია დეკანოიძე

4. სამგორი – ლევან ხაბეიშვილი

5. გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი – ლევან ბეჟაშვილი

6. თელავი, ახზმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი – გიორგი ბოტკოველი

7. რუსთავი, გარდაბანი – დავით კირკიტაძე

8. მარნეული, გარდაბანი – აზერ სულეიმანოვი

9. ხაშური, ქარელი, გორი – ნატო ჩხეიძე

10. ახალციხე, ადიგენი – ვაჟა ჩიტაშვილი

11. ახალქალაქი, ნინოწმინდა – მელიქ რაისიანი

12. საჩხერე, ჭიათურა – გიორგი კაპანაძე

13. ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული – კახა გეწაძე

14. წყალტუბო, სამტრედია, ხონი – ნანუკა ჟორჟოლიანი

15. მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ – როლანდ ფიფია

16. ფოთი, სენაკი, ხობი – მურთაზ ზოდელავა

17.ზუგდიდი – მალხაზ ჯალაღონია

18. ბონდო თევდორაძე – ქობულეთი;

19. მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო;

20. კახა ოქრიაშვილი – ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა;

21. ცეზარ ჩოჩელი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი;

22. დილარ ხაბულიანი – ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი;

23. მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” თავიანთი კანდიდატები 30-დან 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს. დარჩენილ 5 ოლქში კი მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან – “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” და “ევროპელი დემოკრატები”. ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც – “პროგრესი და თავისუფლება”.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...