მთავარისიახლეებიპოლიტიკაორთავიანი დევი და უთავო ოპოზიცია

ორთავიანი დევი და უთავო ოპოზიცია

Published on

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ორი თავი ერთი სხეულის და ეს გაკეთებულ საქმეებზე, გადაბარებულ მოსამართლეებზე და მართვის მეთოდებზე ძალიან კარგად ჩანს, ამიტომ, ჩვენ სწორედ იმ პოზიციაზე ვართ, სადაც ვიყავით, ეს არის დამოუკიდებელი ძალა, დამოუკიდებელი პარტია და შესაბამისად, ჩვენ მოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის.ამბობს პოლიტიკური მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტვ პირველის ეთერში.

,,სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, ბატონმა სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი, ის რაც საზოგადოებას სთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს უკვე არის წარსული, სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება.

ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუს-კვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, ხოლო სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ქვეყანას კი სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისაკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ენმ და ქართული ოცნება თავის მიმართებებსა და სურვილებში ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან. -ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე. ექსპრეზიდენტის თვლის, რომ პარტიულ კოალიციას “ვერ ხედავს” და მოახლოებულ არჩევნებზე “ან აიღებს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება”.

 ,,ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა, სამწუხაროა ეს. პირდაპირ ვამბობ, ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, რომ მეტი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში უბრალოდ იმით, რომ დაასუსტოს სხვა ოპოზიციური ძალები, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვათ, იმიტომ, რომ საქართველო არჩევანს აკეთებს წარსულსა და მომავალს შორის. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტური უმრავლესობა ებღაუჭება წარსულს და წარსულის დიდებით უბრალოდ ამოცანა აქვთ, რომ როგორმე მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში. 

ჩვენი ამოცანა კი არის აბსოლუტურად განსხვავებული – დავამარცხოთ დამსხვრეული ოცნებების ივანიშვილის პარტია, შევქმნათ კოალიციური მმართველობა და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. 

ამაშია განსხვავება ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს, ჩვენს გუნდსა და ნაციონალური მოძრაობის გუნდს შორის. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ასეთი მცდარი სტრატეგია აირჩიეს, ძალიან ვწუხვარ, რომ ესენი ასრულებენ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე

რაც შეეხება უთავობას, სხვას ვერაფერს უწოდებ ორკესტრირებულ შეტევას მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ევსაქების ისტერიულ განცხადებებით გამოიხატება – როგორც იტყვიან, ისინი იმ ტოტს ჭრიან, რომელზედაც სხედან ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...