მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებული ოტობაიიდან გადმოსული მამაკაცი ზუგდიდში გზაში გარდაიცვალა

ოკუპირებული ოტობაიიდან გადმოსული მამაკაცი ზუგდიდში გზაში გარდაიცვალა

Published on

ოკუპირებული გალის სოფელ ოტობაიას მკვიდრი 55 წლამდე მამაკაცი ბესიკ რატია,რომელმაც დილით სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი შემოვლითი გზით გადმოკვეთა, გზაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ კოკთან გარდაიცვალა.
ოჯახის მეზობლის ინფორმაციით,მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მდინარე ენგური გადმოლახა. ის ზუგდიდში მოდიოდა,სადაც ცოლ-შვილი ჰყავს.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...