მთავარისიახლეებისაზოგადოებარომელ პარტიას მისცემდით ხმას? - IPSOS-ის კვლევა

რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – IPSOS-ის კვლევა

Published on

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შპს „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარდა
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც განახორციელა საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A. -მ (https://www.ipsos.com/en). IPSOS S.A.

ეს არის ავტორიტეტული და მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაცია, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.


IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია: 

ერთ-ერთი კითხვაზე რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს? პასუხები ასეთი იყო:

  • “ქართული ოცნება” – 25 %
  • “ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 15,5 %
  • “ევროპული საქართველო” – 5 %
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3 %
  • “ლეიბორისტული პარტია” – 3 %
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3 %
  • “გირჩი” – 2,5 %
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 2,5 %
  • “ლელო საქართველოსთვის”  – 2 %
  • ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 1,5 %
  • “თავისუფალი საქართველო” – 1 %
  • სხვა პარტიები – 3 %
  • არ ვიცი – 19 %
  • უარი პასუხზე – 14 %

ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა: 

  • “ქართული ოცნება” – 38 %
  • “ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 26 %
  • “ევროპული საქართველო” – 9 %
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 5 %
  • “ლეიბორისტული პარტია” – 4 %
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 4 %
  • “გირჩი” – 3 %
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 3 %
  • “ლელო საქართველოსთვის” – 3 %
  • ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 2 %
  • “თავისუფალი საქართველო” – 1 %
  • სხვა პარტიები – 2 %

“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

სიახლეები

იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა-პაპუაშვილი

ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, და...

,, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“ — ფიშერის პასუხი კალაძეს

თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი...

თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების...

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...