მთავარისიახლეებიპოლიტიკამოვითხოვთ ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაუყოვნებლივ დაატოვებინონ - ზაალ უდუმაშვილი

მოვითხოვთ ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაუყოვნებლივ დაატოვებინონ – ზაალ უდუმაშვილი

Published on

„ქართული ოცნება“ პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ახლა უკვე ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების იზოლაციაზე გადავიდა, რასაც ახალციხეში მომხდარი ფაქტი ადასტურებს აცხადებს  ზაალ უდუმაშვილი

გუშინწინ ენმ-ს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დვალიშვილი და ჩვენი პარტიის აქტიური წევრი გელა დემეტრაძე თვითიზოლაციიდან გაუფრთხილებლად გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში. გუშინ მათ ჩაუტარდათ ტესტები, რამაც დაადასტურა, რომ არც ერთ ჩვენს თანაგუნდელს არ აქვს კორონავირუსი და მიუხედავად ამისა ისინი რჩებიან კარანტინში და მათ არ აძლევენ კარანტინის დატოვების საშუალებას 25 სექტემბრამდე. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშოს ჩვენი პარტიის აქტიური წევრები ახალციხეში, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიონში დამაჯერებლად იგებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა მოვითხოვთ ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაუყოვნებლივ დაატოვებინონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში ჩართული ჰყავთ ექიმები და მედიკოსები, რომლებმაც ხელი მოაწერეს იმას, რომ მათი პარტიის წევრები კარანტინში გადასულიყვნენ.

„საქართველოში, რომ შერჩევითი სამართალია კორონავირუსთან დაკავშირებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ ახალციხის საკრებულოს წევრი სამვენ ოვეიანი, რომელიც კონტაქტში იყო კოვიდინფიცირებულთან, დღემდე არის თვითიზოლაციაში და არ გადაუყვანიათ კარანტინში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაატოვებინონ საკარანტინე სივრცე ჩვენი პარტიის წევრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

სიახლეები

იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა-პაპუაშვილი

ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, და...

,, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“ — ფიშერის პასუხი კალაძეს

თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი...

თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების...

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...