მთავარისიახლეებისაზოგადოებაკორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ათი ახალი შემთხვევა სამეგრელოსა და ოკუპირებულ...

კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ათი ახალი შემთხვევა სამეგრელოსა და ოკუპირებულ გალში

Published on

სამეგრელოსა და ოკუპირებულ გალში კორონავირუსი კიდევ 10 პირს დაუდასტურდა. მათგან 8 ზუგდიდში, 2 კი ბათუმში გამოიკვლიეს.

19 სექტემბერს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 437 პირის ნიმუში შეისწავლეს, საიდანაც 8 კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მათგან 2 არის სენაკში ადრე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტი, 3 ფოთში, რომელიც უკავშირდება ბათუმში მოგზაურობას, 2 ინფიცირებული პირი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მცხოვრებია და 1 არის ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები მცირეწლოვანი, რომელიც დანარჩენ საქართველოში უკვე გადმოყვანილია სამკურნალოდ.

გარდა ამისა სამეგრელოში კორონავირუსი დაუდასტურდა აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 ქალს. ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...