მთავარისიახლეებიპოლიტიკადაუყონებლივ შეწყდეს ოპონენტების პოლიტიკური დევნა და მათზე ძალადობა

დაუყონებლივ შეწყდეს ოპონენტების პოლიტიკური დევნა და მათზე ძალადობა

Published on

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ  გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება:

„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კვლავაც გრძელდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევა, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებზე ზეწოლა, სამოქალაქო აქტივისტებზე და პარტიის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, ქუჩური თავდასხმები და ა.შ.

საკმარისია თუნდაც ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ძალიან საგანგაშო ფაქტები გავიხსენოთ :

-ჯგუფური შეიარაღებული თავდასხმა ახალქალაქში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ აქტივისტებზე,

– თავდასხმა დმანისში, ოპოზიციონერი დეპუტატობის კანდიდატის – კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრზე და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება,

– თავდასხმა თბილისში, სამგორის საარჩევნო ოლქში, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო ოფისზე და სასტიკი დარბევა,

– თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტზე ლაშა ცუცქირიძეზე

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ასეთი ინციდენტების დროს პოლიცია, როგორც წესი, ძალიან პასიურია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ან საერთოდ არ ცდილობენ ინციდენტების პრევენციას, ან რეაგირებენ დაგვიანებით და თანაც აშკარად პოლიტიკური მიკერძოების ნიშნით,

საუბარია ჩვენი ხელისუფლების მიერ ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე, ამის შესახებ უკვე არაერთხელ ითქვა მსოფლიოს მოწინავე, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების, ევროპული და ამერიკული სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან. ამასვე ადასტურებს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის დამახასიათებელი, უკვე ნორმად ქცეული აგრესიული რიტორიკა და დაუფარავი სიძულვილის ენა, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოდის პოლიტიკურ ოპონენტებთან ცივილური, დემოკრატიული ურთიერთობის ელემენტარულ წესებთან და პრინციპებთან.

ჩვენ, „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია“ , ვგმობთ აგრესიის და ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. გამოვთქვამთ წუხილს ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ სიტუაციასთან და ხელისუფლების მიერ შექმნილ არანორმალურ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

– დაუყონებლივ შეწყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა და მათზე ძალადობა

– სასწრაფოდ გამოიძიოს ოპონენტებზე განხორციელებული ძალადობის ყველა ფაქტი და დამნაშავეები დასჯილ იქნან კანონის მთელი სიმკაცრით

– შეასრულოს დადებული პირობა და დაუყონებლივ გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი – გიორგი რურუა

– დროულად მოახდინოს რეაგირება და მიიღოს ყველა საჭირო პრევენციული და სხვა აუცილებელი ზომა, რაც უზრუნველყოფს ნორმალური, სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას“.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...