მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თუ საჭიროა გიდიც ვიქნები, მშენებელიც ოღონდ გამოვიდეთ იმ კრიზისიდან სადაც თქვენმა ბატონმა...

“თუ საჭიროა გიდიც ვიქნები, მშენებელიც ოღონდ გამოვიდეთ იმ კრიზისიდან სადაც თქვენმა ბატონმა შეიყვანა ზუგდიდი და მთელი ქვეყანა”- გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანს პასუხობს

Published on

“ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობისს კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ის კანდიდატია, რომელსაც ზუგდიდი აქამდე არ გახსენებია და ახლა მას აკრიტიკებს, როგორც შიდა ტურიზმით დაკავებულ ოპონენტს.

„ეს პოლიტ გასტროლიორი და კაცის კაცი ნახეთ რა დღეშია. აიხდინა ქართული ოცნება და სტუდენტობიდან თბილისში გადასახლდა. ახლა თბილისში ცხოვრობს როგორც მე და ბევრი სხვა. მე როცა გუბერნატორად ვმუშაობდი გაპარტახებულ, კრიმინალისგან და კონტრაბანდისგან გათანგულ, უშუქო ჩაბნელებულ ზუგდიდში თქვენ იქ მე არ მახსოვხართ. 2016 გაგახსენდა ზუგდიდი. ეს იყო თქვენი ერთადერთი გამონათება როცა თავისუფალი დემოკრატებიდან იყრიდით კენჭს. მაგრამ კაბინეტში , მდივან მემანქანესა და სახემწიფო მანქანაში გაცვალეთ ღირსებაც, მეგობრობაც და ზედ ზუგდიდი. ესაა მთელი თქვენი ბიოგრაფია.

მე კი ნამდვილად ვიზრუნებ, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ზუგდიდში, აშენდეს ანაკლიის პორტი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ზუგდიდი მეტად კაშკაშებდეს საქართველოს რუკაზე. თუ საჭიროა გიდიც ვიქნები, მშენებელიც ოღონდ გამოვიდეთ იმ კრიზისიდან სადაც თქვენმა ბატონმა შეიყვანა ზუგდიდი და მთელი ქვეყანა.

გარდამტეხი ცვლილებების დროა“- წერს გიგი უგულავა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

,,ადამიანები ვინც აქ ჩამოდიან, პოლიტიკურ ოპონენტებს ვგულისხმობ, თუნდაც მიშას დედა და თუნდაც ბატონი უგულავა, ისინი დაკავებული არიან შიდა ტურიზმით, მათ ზუგდიდთან არანაირი საერთო არ აქვთ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ თუ რითი სუნთქავს ზუგდიდი, რითი ცხოვრობენ ზუგდიდელები და რა ინტერესები აქვთ ზუგდიდელებს.

ისინი მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ, სამწუხაროდ გამოიყენონ ზუგდიდი და ზუგდიდი თავის თავს არავის გამოაყენებინებს!“ ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში ,,კვირის პოსტი“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...