ზუგდიდის რაიონიდან 304 ნიმუშის კვლევა განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, მათ შორის პაციენტი 23, მედპერსონალი 5, კარანტინიდან 3, თვითიზოლაციიდან 1. შსს 247, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი 25. რუხის კლინიკიდან 3 პაციენტი (ბათუმიდან შემოყვანილები) შუალედური ტესტირებით დადებითია და აგრძელებენ მკურნალობას, დანარჩენი შედეგები უარყოფითია, ახალი დადასტურებული შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არ გვაქვს.- ინფორმაციას ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს