რატომ გააღიზიანა მმართველი პარტია IRI-ის კვლევის შედეგებმა – 33 პროცენტი ეცოტავება თუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სიმრავლემ დააფრთხო?

0
404

ვინმემ ხომ არ იცით, ეს ხალხი ნახევარფაბრიკატს რატომ აჩვენებს საზოგადოებას? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.მდინარაძის განცხადებით, კვლევებზე საუბარი, სადაც ალოკაციას არ აკეთებენ, არარელევანტურია.

ვინმეს პასუხი გაქვთ, მათი ამ შემთხვევაში CRRC ან IPM- ის კვლევებიდან გამომდინარე, ვინც ჩაატარა საველე სამუშაოები? – არ გაქვთ ხომ? ჩვენ მაქსიმუმ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ კვლევების რელევატურობაზე, სადაც პასუხი არის, მაგალითად “გორბმა” ჩაატარა კვლევა, სადაც მინიმუმ 56 პროცენტს მიიღებს “ქართული ოცნება” დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 4 პროცენტი დარჩა გადაუნაწილებელი და ალბათ რაღაც არგუმენტები ჰქონდა, რომ 4 პროცენტის შეწონვა, ალოკაცია არ გააკეთა.

ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე IRI- ის უთავმოყვარეოს უწოდბს .

,,როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმაზე, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება, ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ.- ამბობს იგი – მე კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესაბამისად, ასეთი ორგანიზაცია პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც უთავმოყვარეო. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ ადამიანების 80 პროცენტი, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ არ გადაუწყვიტავთ, ვის მისცემენ ხმას არჩევნებში, ან უარს ამბობენ პასუხზე, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია და ისინი როგორც წესი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და პარტიის ყველა წევრის პატივისცემა NDI -ის და IRI – ის მიმართ. ეს ორი ორგანიზაცია საქართველოში შემოსვლის დღიდან ემსახურება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას. ყოველთვის გვაქვს პატივისცემა და სრული ნდობა შედეგების, მაგრამ როცა ახსენებთ ოპოზიციური პარტიის რეიტინგს, არ დაგავიწყდეთ რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებმაც უარი თქვეს პასუხზე, ან არ გადაუწყვიტავთ ვის მისცემენ ხმას. ამ ადამიანების 80 პროცენტი დარწმუნებული იყავით, რომ არიან ოპოზიციურად განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

მე ეს კინო ნანახი მაქვს უკვე – საქართველოს მოქალაქე ერიდება თავისი აზრის გამოხატვას, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში არის უკიდურესად დაშინებული, თავს იზღვევს და ცდილობს არ გამოხატოს აზრი, რომ თვითონ ან ოჯახის რომელიმე წევრი არ იქნას მკაცრად დასჯილი „ქართული ოცნების” მიერ”,- განაცხადა ვაშაძემ.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე აცხადბს, რომ IRI-ის კვლევაში, ისევე, როგორც ბოლოს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, NDI-ისა და Edison Research-ის კვლევებში ჩანს ერთი რამ, რომ ქართული ოცნების რეიტინგი მოდის ქვემოთ, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მიდის ზემოთ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით ან დგას ადგილზე, რაც ასევე ცუდი არის მთავრობისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე, არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რომელიც არის საზოგადოებაში. საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის. 

აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების მიდგომა, რომ ყველაფერი არის კარგად, არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი, არის არასწორი.

„ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი კვლევების გარდა ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა, – ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე IRI-ის კვლევას.

მისივე განცხადებით, დაუწერელი კანონია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ მოსახლეობის გადაუწყვეტელი ნაწილი ხმას სწორედ ოპოზიციას აძლევს.

,,ჩვენ უკვე ვნახეთ NDI-ის კვლევები, რომელიც რადიკალურად განსხვავდება IRI-ს მონაცემებისაგან. ასევე სულ სხვა სურათს გვაძლევს Edison Research-ის კვლევის შდეგები. გარდა ამისა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩამოუყალიბებელია არჩევანში და მოვლენებს აკვირდება. საერთოდ, წინასაარჩევნო კვლევები ბანქოს მკითხაობას ჰგავს. „ქართული ოცნების“ მიერ დაკვეთილი კვლევების გარდა ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა. ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმის, რომ 31 ოქტომბერს ხელისუფლება გაცილებით ნაკლებ ხმებს აიღებს,“ – აცხადებს ანზორ ბიწაძე.

წინა სტატიაIRI-ს კვლევის შედეგები
შემდეგი სტატიაალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს, უკრაინასთან კი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური