მთავარისიახლეებიპოლიტიკასა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქართველ მე­ვე­ნა­ხე­ებს მი­მარ­თა

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქართველ მე­ვე­ნა­ხე­ებს მი­მარ­თა [Video]

Published on

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქართველ მე­ვე­ნა­ხე­ებს მი­მარ­თა ვე­ნა­ხი­დან, რო­მე­ლიც მისი თქმით უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში მის მიერ არის გა­შე­ნე­ბუ­ლი.

,,მოგ­მარ­თავთ ჩემ კა­ხელ ძვირ­ფას ძმებს, რო­გორც მთავ­რო­ბის შემ­დე­გი ხელ­მძღვა­ნე­ლი, შე­ი­ნა­ხეთ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რო­მელ­საც მოგ­ცე­მენ და გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ და­მა­ტე­ბით მო­გე­ცე­მათ კი­დევ 80 თეთ­რი,- ნათქვამია მის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის მი­სა­მარ­თით ვი­დეო მი­მარ­თვა­ში

“ამა­ზეა ნათ­ქვა­მი, აქ რამ მო­გიყ­ვა­ნა შე და­ლოც­ვი­ლო, შენა. ეს არის სა­ფე­რა­ვი, რო­მე­ლიც ჩემს მიერ არის ჩაყ­რი­ლი, კი­ე­ვურ ვე­ნახ­ში, უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბან­ში.

ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩემი ვე­ნა­ხი ყვა­რელ­ში. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემს თავ­ზე კი არ მინ­და სა­უ­ბა­რი, მინ­და სა­უ­ბა­რი ჩვენს მე­ვე­ნა­ხე­ებ­ზე. საქ­მე იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მათ მის­ცე­მენ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 30 თეთ­რის ოდე­ნო­ბით. ეს თან­ხა დო­ლა­რებ­ში რომ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ არის რამ­დენ­ჯერ­მე ნაკ­ლე­ბი იმ თან­ხი­სა, რა­საც ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ვაძ­ლევ­დი ხალ­ხს და ისიც არ იყო საკ­მა­რი­სი! ხა­ზი­ნა ცა­რი­ე­ლია და მე მგო­ნი ეს თან­ხა, 30 თეთ­რი და­ცინ­ვაა უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის!

ამი­ტომ მე მინ­და გი­თხრათ და მე მინ­და მოგ­მარ­თოთ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შემ­დეგ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ჩემს კა­ხელ ძვირ­ფას ძმებს ყვე­ლა სხვა რე­გი­ო­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ეს პრობ­ლე­მა დგას შე­ი­ნა­ხეთ ეს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რო­მელ­საც მოგ­ცე­მენ და გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, რაც ნამ­დვი­ლად მოხ­დე­ბა, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს და­მა­ტე­ბით მო­გე­ცე­მათ კი­დევ 80 თეთ­რი და 80 თეთ­რის ნაც­ვლად ყვე­ლა­ნი აი­ღებთ 1.60 თეთ­რს. აი, ეს არის ჩემი კონ­კრე­ტუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და მინ­და გი­თხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გა­კეთ­დე­ბა იმი­ტომ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ ამ სფე­როს სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იმი­ტომ, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი. ძა­ლი­ან დიდი ბა­ზა­რია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მთელს მსოფ­ლი­ო­ში უბ­რა­ლოდ თვა­ლე­ბის გა­ხე­ლაა სა­ჭი­რო და ახლა სა­ჭი­როა გა­დარ­ჩე­ნა ბო­ლომ­დე თი­თო­ე­უ­ლი მე­ვე­ნა­ხის”,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სიახლეები

,, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“ — ფიშერის პასუხი კალაძეს

თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი...

თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების...

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...