მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოცნებას დარჩა ერთადერთი რამ - არჩევნების გაყალბება. მაგრამ თუ ხელისუფლება ამას ეცდება,...

,,ოცნებას დარჩა ერთადერთი რამ – არჩევნების გაყალბება. მაგრამ თუ ხელისუფლება ამას ეცდება, დაასრულებს ძალიან ცუდად” – რომან გოცირიძე

Published on

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლა უნდა და რომ საქართველოში ხელისუფლება იცვლება ოპოზიციის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლებით.

“Edison Research-ის კვლვა კიდევ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხალხს უნდა ხელისუფლების შეცვლა. ამას აჩვენებს როგორც პირდაპირი ინდიკატორები, ასევე ის განწყობები, რომლებიცაა საზოგადოებაში იმ შეფასების სახით, რასაც ამბობენ ჩვენი მოქალაქეები, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით. გარდა ამისა, კონკრეტული ოლქების მიხედვით ჩატარებული კვლევაც ადასტურებს ხელისუფლების შეცვლის განწყობილებას, თუნდაც ის შედეგები, რაც ვიხილეთ მაჟორიტარულ ოლქებში. მაგალითად, გლდანში, სადაც ნიკა მელია უდიდესი უპირატესობით უსწრებს “ქართული ოცნების” წარმომადგენელს. ეს კვლევა არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში ხელისუფლება იცვლება კოალიციური ხელისუფლებით, ოპოზიციის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული ხელისუფლებით”,- განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, თუ რა შანსები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობას”, გოცირიძის თქმით, არჩევნები დამთავრდება ოპოზიციის გამარჯვებით.

“ოპოზიციაში ნებისმიერი გამოკითხვებით, “ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ ახლა კონცენტრირებას მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ამ ხელიაუფლებას ცვლის გაერთიანებული ოპოზიცია. ეს კვლევები არის პირველი დამაიმედებელი შედეგები ქვეყნისათვის და საგანგაშო შედეგები “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის”,- განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ეცდება, ის დაასრულებს ძალიან ცუდად.

“როდესაც ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არის მნიშვნელოვნად მეტი ვიდრე “ქართული ოცნების”, ასეთ პირობებში “ქართულ

,,ოცნებას” დარჩა ერთადერთი რამ – არჩევნების გაყალბება. ამ გაყალბებისთვის იყენებს საკუთარ ჯიბის ორგანიზაციებს, რომლებიც ისეთ არასერიოზულ რიცხვებს დებენ, როგორიცაა “ქართული ოცნების” 50% და უფრო მაღალი. ეს არის შესამზადებელი სვლები არჩევნების გასაყალბებლად. თუკი იქნეა ასეთი მცდელობა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაამთავრებს ძალიან ცუდად”,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის გლდანში ნიკა მელია, ვაკეში ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე კი ბექა ოდიშარია ლიდერობენ.

სიახლეები

,, ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“ — ფიშერის პასუხი კალაძეს

თბილისის მერის, კახა კალაძის მწვავე განცხადებასა და გერმანიის მისამართით გაკეთებულ კრიტიკას საქართველოში გერმანიის ელჩი...

თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების...

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...