მთავარისიახლეებისაზოგადოებახალხში ცვლილებების მოლოდინია - Edison Research - ის გამოკითხვა ტვ ,,ფომულას''...

ხალხში ცვლილებების მოლოდინია – Edison Research – ის გამოკითხვა ტვ ,,ფომულას” დაკვეთით

Published on

Edison Research-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში გამოკითხულთა 25 პროცენტს კოალიციური ოპოზიციის პრემირობის კანდიდატად დავით ბაქრაძის ხილვა სურს. მას მოსდევს გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით შესრულდა და როგორც ისინი განმარტავენ, საველე სამუშაოები მაშინ ჩატარდა, როცა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად ჯერ დასახელებული არ იყო. ამ პერიოდისთვის პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად მხოლოდ გიორგი ვაშაძე იყო დასახელებული. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე პარტიების მიერ პრემიერობის კანდიდატებად არ დასახელებულან

ამასთან, ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასეთი მოსახლეობის 57 პროცენტია.

Edison Research-ს ამავე კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 23 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 38 პროცენტი ქართულ ოცნებას დაუჭერს ხმას, ხოლო 15 პროცენტი — ნაციონალურ მოძრაობას. ამასთან, 6 პროცენტი აცხადებს, რომ ევროპულ საქართველოს მისცემდა ხმას.

გარდა ამის, 4 პროცენტი და ნაკლები აქვთ სტრატეგია ღმაშენებელს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, პატრიოტთა ალინსსა და გირჩს.

Edison Research-ის კვლევა 25 აგვისტო-7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 2 პროცენტია

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...