მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ იხევს სახეს და ვინ იხევს ჩოხას?

ვინ იხევს სახეს და ვინ იხევს ჩოხას?

Published on

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოსაც აქვეყნებს.

“კოლეგებო ენმ-დან, ადგილი არ გყოფნით, თუ „ქოცებს“ ვერ უბედავთ?! იქნებ “შეკრულები” ხართ? „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“ ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ? – სახეს გაუფრთხილდით“, – წერს უგულავა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომ არ არის გამორიცხული, პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი.

„იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს. ყოველ შემთხვევაში, დღეს, რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა, წყალს არ ასხამს ოპოზიციის წისქვილზე, ამიტომ ხანდახან სჯობს, თავი შევიკავოთ.რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც გვყავს საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება”, როდესაც სამომავლოდ ჩვენ უნდა ვიყოთ კოალიციურ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა ერთად ვმართოთ.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...