მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში''

,,რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში”

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობარესპუბლიკური პარტიამოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პარტია ევროპული დემოკრატები და პროგრესი და თავისუფლება საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალა ერთობაშიას სახელით მიიღებენ მონაწილეობას. 

ძალა ერთობაშია არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა. ახალი რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური და პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს”. – თქვა ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ. 

რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პოლიტიკა პრინციპები და ღირებულებებია. 

“რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში – ძალა ერთობაშია, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები, რადგან ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. გავერთიანდით, რათა რესპუბლიკელებმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა”. – თქვა სამნიძემ. 

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...