მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვეყანაში ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევის მიხედვით ვირუსი ქვეყანაში ინტენსიურად არ ცირკულირებს - ამირან...

ქვეყანაში ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევის მიხედვით ვირუსი ქვეყანაში ინტენსიურად არ ცირკულირებს – ამირან გამყრელიძე

Published on

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაფართოებულია.

მისივე თქმით, 4 მუნიციპალიტეტში, ეპიდემიოლოგებმა 1222 სისხლის ნიმუში აიღეს იმის დასადგენად, თუ ვის ჰქონდა ანტისხეულები ორგანიზმში, ანუ ვინ მოიხადა უკვე  ვირუსი.

“ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი გაფართოებულია. ჩვენ გუშინ ღამით დავასრულეთ ე.წ სეროპრევალენტური კვლევა 4 მუნიციპალიტეტში. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომში, 1222 სისხლის ნიმუში ავიღეთ შერჩევითი პრინციპით, იქ განისაზღვრა ანტი-სხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეგ ანტისხეულები ჩნდება, ე.ი ამ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსი. 1222 ნიმუშიდან კი, მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი, ის მარტვილის რაიონიდან არის. 

სისხლის აღება 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს. ჩვენ ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებელი რაც აქამდე გვაქვს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...