მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, ქვეყანა სწორი, 32 %-ის შეფასებით კი,...

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, ქვეყანა სწორი, 32 %-ის შეფასებით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება

Published on

გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება. ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, 20%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, პასუხი არ იცის 8%-მა, ხოლო 1% კითხვაზე პასუხის გაცემისგან უარს აცხადებს.

რაც შეეხება დემოკრატიას, ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვაზე: არის თუ არა საქართველოში დემოკრატია? – გამოკითხული მოსახლეობის 37% ამბობს, რომ არ არის, 48%-ის აზრით, ქვეყანაში დემოკრატიაა, ხოლო 14%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ცნობისთვის, კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...