მთავარისიახლეებისაზოგადოებაარის თუ არა აჟამად საქართველოში დემოკრატია? - პასუხი NDI -ს...

არის თუ არა აჟამად საქართველოში დემოკრატია? – პასუხი NDI -ს კითხვაზე

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე არის თუ არა აჟამად საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 48% ამბობს რომ – კი, 37%-ს ასე არ მიაჩნია, ხოლო 14%-მა არ იცის.

NDI-ის მირ მომზადებულ კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ინტერვიუ პირისპირ ჩატარებული ინტერვიუსგან განსხვავდება. სატელეფონო ინტერვიუსას უფრო მეტია ალბათობა, რომ რესპონდენტმა კითხვა ვერ გაიგოს და ინტერვიუერი ვერ მიხვდეს, რომ ვერ გაიგო. ინტერვიუერმა არ იცის როგორ გარემოში იმყოფება რესპონდენტი. ასევე, ზოგი რესპონდენტი უფრო ხელმისაწვდომია სატელეფონო ფორმით, მაგალითად, კაცები, ან ადამიანები, რომლებიც სახლში იშვიათად არიან.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...