მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სისხლიანი, ჯგუფური დაპირისპირებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში სისხლიანი, ჯგუფური დაპირისპირებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

Published on

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში, რომლის დროსაც შუახნის მამაკაცს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, მსხვერპლით დასრულდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 9 სექტემბერს შეიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ოჯახის მოთხოვნით, პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “ოდიშინიუსს” ოჯახის ახლობელმა პაციენტის გარდაცვალება დაუდასტურა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ზუგდიდში ერთ-ერთ თხილის ქარხანასთან მოხდა. ინციდენტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში სისხლიანი დაპირისპირების, ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტებმა  იმატა და ეს პირველი შემთხვევა არ არის არც რეგიონში.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მინდინარეობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ორი პირი .

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...