მთავარისიახლეებისაზოგადოებაარჩევნების თარიღის შეცვლა კატეგორიულად არ დგას დღის წესრიგში - გახარია

არჩევნების თარიღის შეცვლა კატეგორიულად არ დგას დღის წესრიგში – გახარია

Published on

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში გაზრდილი ინიფცირებულთა რაოდენობის მიუხედავად დაგეგმილი არჩევნების თარიღის შეცვლა კატეგორიულად არ იგეგმება. ამ თემაზე კითხავს მან მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.

არჩევნების თარიღის შეცვლა, რაიმე სახით საარჩევნო პროცესზე ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, ისევე როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება, — თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 1 917;
გამოჯანმრთელებულია – 1 354;
მათ შორის გარდაცვლილია – 19;
კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 882;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...