მთავარისიახლეებიპოლიტიკაალექსანდრე მოწერელიას მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში დარღვევა გამოვლინდა - TI

ალექსანდრე მოწერელიას მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში დარღვევა გამოვლინდა – TI

Published on

ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სწავლობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს – მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს. კვლევაში წარმოდგენილია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების მონიტორინგის შედეგები.

ალექსანდრე მოწერელია

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი
წარსულში: სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი
ალექსანდრე მოწერელია ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. სახელმწიფო რწმუნებულის რანგში შევსებული დეკლარაციის თანახმად ის 3 კომპანიაში ფლობს წილებს: შპს „ქაპ ჯორჯია“ – 49%, შპს „აერკომპანი“ – 16,34% და სლოვაკეთში რეგისტრირებული კომპანია შპს „Svet Orechov“ – 49%. ალექსანდრე მოწერელიას საკუთარი წილები კანონის მოთხოვნის დაცვით მართვის უფლებით სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.

ალექსანდრე მოწერელიას დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ მისი მეუღლე, ლალი ხუადე ფლობს 50%-იან წილებს ორ კომპანიაში: შპს „გ.გ.გ.“ და შპს „ანამო“, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა კვლევა სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციულ ხარჯებზე, მათ შორის, ალექსანდრე მოწერელიას საეჭვოდ დიდი მოცულობის საწვავის ხარჯებზე.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...