მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება, რომელმაც ია კერზაია შეიწირა, ახლა ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს სკოლის დირექტორებზე

ხელისუფლება, რომელმაც ია კერზაია შეიწირა, ახლა ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს სკოლის დირექტორებზე

Published on

“ხელისუფლებამ გაათავისუფლა ყველა ის სკოლის დირექტორი, რომელიც დანიშნული იყო 2014 წელს. მათ არ ჩაატარეს წელს ატესტაცია, რითაც მოუსპეს საშუალება ყოფილ სკოლის დირექტორებს, გასულიყვნენ კონკურში და მისცემოდათ საშუალება მეორედ ყოფილიყვნენ არჩეულნი. სამაგიეროდ, მათ რჩეულ დირექტორებს ნიშნავენ ფაქტობრივად მოვალეობის შემსრულებლად, რაც არის შერჩევითი სამართალი და არის პროტექციონიზმი. ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, ხელისუფლების მიერ საჯარო სკოლის დირექტორების განთავისუფლებას

რატიანმა აღნიშნა, რომ ამგვარი ზეწოლა სკოლის დირექტორებზე წაახალისა ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობამ ია კერზაიას საქმეზე

უნდა ითქვას ასევე, რომ ეს არის შედეგი იმისა, რომ ია კერზაიას ტრაგედიის შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლები დარჩნენ დაუსჯელები და ახლა ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებენ სკოლის დირექტორებზე. ეს ხდება ყველგან და აჩვენებს იმას, რომ ხელისფულება გრძნობს რომ აგებს არჩევნებს და აქვთ სრული აგონია”, — განაცხადა სერგო რატიანმა.

სიახლეები

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...