მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელი არ წაგიცდეთ ჩვენს ახალგაზრდებზე, თქვენი არავის არ ეშინია"-გიორგი ვაშაძე ,,ქართულ...

,,ხელი არ წაგიცდეთ ჩვენს ახალგაზრდებზე, თქვენი არავის არ ეშინია”-გიორგი ვაშაძე ,,ქართულ ოცნებას”

Published on

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მათ მოხალისეებს თავდამსხმელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვაშაძის განმარტებით, აქტივისტები ხელმოწერებს აგროვებდნენ, რა დროსაც რამდენიმე პირი პარტიის ბანერთან მივიდა და ახალგაზრდებს თავს დაესხა.

“მოვითხოვთ ამ ადამიანების უმკაცრესად დასჯას და მოვითხოვთ თქვენგან [ქართული ოცნებისგან], ხელი აიღეთ ძალადობისგან, ხელი არ წაგიცდეთ ჩვენს ახალგაზრდებზე, თქვენი არავის არ ეშინია”, — ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ისინი ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და გააგრძელებენ მონიტორინგს, რომ თავდამსხმელები დაისაჯონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,სტრატეგია აღმაშენებლის ორ აქტივისტის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ორი პირია დაკავებული.ორივენი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედებათ.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...