მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელოში, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

სამეგრელოში, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა შორისაა სენაკელი ექიმი, რომელიც ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრშიც მუშაობს, ასევე, მარტვილელი და-ძმა ბათუმში მოგზაურობის ისტორიით და ფოთში მცხოვრები მეხანძრე-მაშველი. მათი კონტაქტების ნაწილი მოკვლეულია, რომელთაგან კარანტინსა და თვითიზოლაციაშიც არიან გადაყვანილები.

მათ გარდა, რუხის კლინიკაში სხვადასხვა რეგიონიდან ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ.

“რეგიონში გვყავს 4 კოვიდ ინფიცირებული. სენაკის ექიმის შემთხვევა, არის ფოთის მაშველის შემთხვევა და მარტვილში და-ძმა არიან ინფიცირებულები. სენაკის შემთხვევაში გამოვლენილი არის 45 კონტაქტი, დადგენილია მარტვილის შემთხვევაში 31 კონტაქტი, ფოთის შემთხვევაში 45 კონტაქტი. აღებულია ბიოლოგიური ნიმუშები და ველოდებით პასუხს,” – ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია. 

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...