მთავარისიახლეებიპოლიტიკამთელი ეს დღეები ოპოზიცია საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე თითქოს ბიძინა ივანიშვილი ...

მთელი ეს დღეები ოპოზიცია საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე თითქოს ბიძინა ივანიშვილი გაქრა და აღარ არსებობს როგორც პოლიტიკური ფიგურა

Published on

მთელი ეს დღეები ოპოზიცია საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე და საერთოდ დაგვავიწყდა, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს. გაქრა,ბიძინა ივანიშვილი  აღარ არსებობს როგორც პოლიტიკური ფიგურა , – ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, სჯერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ უფლებას არ მისცემს, ამომრჩეველზე გავლენა იქონიოს ან მიიტაცოს არჩევნები.

„არ უნდა მივეცთ საბაბი „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოს ამომრჩევლების ნება მიიტაცოს. გული მწყდება, რომ მიხეილ სააკშვილი გახდა მთავარი სამიზნე. მთავარი სამიზნე დღევანდელ რეალობაში ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ბევრი ოპოზიციური პარტიის ამოცანაა ქვეყანაში მშვიდობა და არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება.

სიახლეები

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...