მთავარისიახლეებისაზოგადოებაიუბილეები, ქორწილები და ქელეხები ხვალიდან აიკრძალება

იუბილეები, ქორწილები და ქელეხები ხვალიდან აიკრძალება

Published on

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან სარიტუალო ღონისძიებები აიკრძალება.

ნათია მეზვრიშვილმა განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ე.წ. სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორებიც არის იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. ვუბუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე არსებობდა,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, შეზღუდვა ხვალიდან ღია სივრცეებზეც გავრცელდება.

“რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ასეთი ღონისძიებების ჩატარება იგულისხმება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა.

ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

სიახლეები

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...