მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსის 45 ახალი, რეკორდული შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი, რეკორდული შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1729-ს შეადგენს. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და სულ 1321-ია.

გარდაიცვალა – 19 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში – 5882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ის დღეს დადასტურებული 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილის ჯგუფურ შემთხვევას უკავშირდება.

ე.წ. დონას კლასტერს 3 ეკუთვნის, 19 შემთხვევა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ხოლო 12 შემთხვევა აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევებიდან 4 “ავერსის” კლინიკის მედპერსონალს უკავშირდება.​23 უკავშირდება აჭარას

“საინტერესოა, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში და ეს 5 ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში,” – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...