მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა მიქელაძე - ამომრჩეველს საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პიბადით, ასევე, ვმუშაობთ, რომ თითოეულ...

ანა მიქელაძე – ამომრჩეველს საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პიბადით, ასევე, ვმუშაობთ, რომ თითოეულ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი

Published on

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მიქელაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნებიან სპეციალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

„შესაძლებელია, რომ საკარანტინე სივრცეებში იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც გამოხატული სიმპტომები არ აქვთ. ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული დიფერენციაციის გაკეთება, თუმცა მთავარია, აღინიშნოს ის, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ჩართული იქნებიან სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არჩევნები უნდა წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ადამიანები, ვინც არიან ჩართული ამ პროცესში. ესენი არიან: საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია და შესაბამისად, თითოეული საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ საერთო კონსენსუსი იყოს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საკარანტინო ზონებში შესაძლოა გაიხსნას საარჩევნო უბანიც და ასევე შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც. როგორც მიქელაძემ განმარტა, ეს დამოკიდებულია საკარანტინო ზონებში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

ამასთან, ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ამომრჩეველს, რომელსაც არ ექნება პირბადე, საარჩევნო უბანზე ვერ შევა.

„ამომრჩეველს საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პიბადით. ასევე, ვმუშაობთ, რომ თითოეულ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. საარჩევნო კომისიის წევრები აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. სისტემატურად მოხდება სააუბნო-საარჩევნო კომისიის შენობის სპეციალური ხსნარებით დამუშავება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...