მთავარისიახლეებიპოლიტიკაუსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოვცადე - მიხეილ სააკაშვილი

უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოვცადე – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა. როგორც სააკაშვილმა სპეციალურ მიმართვაში თქვა, შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოში უკეთესი სასამართლო სისტემა არ შექმნა.

რა, რა და მე ზუსტად ვიცი, რომ ამაზე უფრო საშინელება არაფერი არსებობს, იმიტომ, რომ მე, ჩემმა ახლობლებმა და ბევრმა თქვენგანმა გამოსცადეთ ეს თქვენ თავზე, მათ შორის ჩემი პრეზიდენტობის დროს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მახსოვრობა რომელიც მე შემომრჩა და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა რომელიც მე დავუშვი, რომ თავის დროზე არ შევქმენი უკეთესი სასამართლო სისტემა საქართველოში, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდეს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ქვეყანაში კი მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს დაასახელა.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ”, ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...