მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ნაცატუში, აქციაზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

სოფელ ნაცატუში, აქციაზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

Published on

სოფელ ნაცატუში აქციაზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. სოფლის მოსახლეობამ დილიდან გადაკეტა ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზა, ისინი შიდასაუბნო გზის შეკეთებას ითხოვენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციაზე დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის გზის გახსნის გამო მომოხდა, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდა, რა დროსაც პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება და არ მიიღებენ დაპირებას, რომელიც მხოლოდ გზის მოხრეშვას მოიცავს. საუბარია ზემო ნაცატუს უბანზე, სადაც მოსახლეობა წლებია უგზოობას უჩივის. დაახლოებით ორკილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც 100-მდე  ოჯახი ცხოვრობს, ვერც ტრანსპორტი გადის და  ქვეითად მოსიარულეებსაც უჭირთ გადაადგილება

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...