მთავარისიახლეებიპოლიტიკამერიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან გიგი უგულავა მივიდა

მერიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან გიგი უგულავა მივიდა

Published on

მერიასთან, სადაც აქციას მართავს სოფელ ნაცატუს მოსახლეობა, “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა მივიდა. ამ წუთებში აქციის რამდენიმე მონაწილე მერიის შენობაში იმყოფება და შეხვედრას მართავს. შეგახსენებთ, რომ ნაცატუს მოსახლეობამ დღეს დილით შიდასაუბნო გზის მოთხოვნით აქცია გამართა და ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზა გადაკეტა. აქციაზე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა. ამის შმდეგ სოფლის მოსახლეობამ მერიისკენ გადმოინაცვლა. ისინი დაკავებულის გათავისუფლებას და მათი მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...