მთავარისიახლეებისაზოგადოებაკარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდება

კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდება

Published on

უწყებათაშორისი საბჭო სავარაუდოდ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას კარანტინში ყოფნის ვადის 8 დღემდე შემცირების შესახებ.  მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის გამართვა დღესაც იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კარანტინის ვადის 8 დღემდე შემცირების შემთხვევაში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს, საკარანტინე სივრცის დატოვებიდან მომდევნო 72-72 საათში PCR ტესტის ჩატარება 2-ჯერ მოუწევს.

მისივე თქმით, საკარანტინო რეჟიმის 12-იდან 8 დღემდე შემცირება, ოპტიმალური მოდელია.

ჩვენ რისკების დაფარვის მიზნით გამოვიყენოთ ორი მეთოდის კომბინაცია: კარანტინში ყოფნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მიგვაჩნია, ოპტიმალური ვადა იქნება სულ მცირე 7 დღე, მე-8 დღეს იქნება ტესტირება კარანტინში მყოფი პირის ან იზოლაციაში მყოფი პირის, შემდეგ მისი ჩვეულებრივ საქმიანობაში დაბრუნება იმ დათქმით, რომ 72 საათის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაიტარებს ტესტირებას, იმგვარად, რომ 12-დღიანი პერიოდი სრულად დავფაროთ ანუ ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაავადების ფარულ მიმდინარეობაზე” – განაცხადა გაბუნიამ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...