ენგურის ხიდზე პატრიოტთა ალიანსის წევრები იმყოფებიან

0
376

ენგურის ხიდზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების მიერ ილორის ეკლესიისთვის ნაჩუქარი ხატის დაბრუნებას ელოდებიან,რომელიც დე ფაქტო აფხაზურმა მხარემ სამი დარის წინ ილირიდან საოკუპაციო ხაზთან დატოვა. ამ წუთებში ადგილზე მოვიდა პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილიც. ჯერჯერობით გაურკვეველია გადმოასვენებენ თუ არა ენგურის ხიდის გავლით ღვთისმშობლის ხატს, თუმცა ადგილზე ამბობენ, რომ ისინი უბრალოდ აფხაზ ხალხთან დასალაპარაკებლად არიან მოსული. “მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას. ეს არის ილოროს ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო ილორში, ეს ძალიან დიდი მადლია. ილორის ღვთისმშობელი მობრძანდება. ჩვენ უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც იქნება ამიერიდან დევნილთა შემწე. იმიტომ რომ თვითონ დევნილობაში მოექცა ეს ხატი და მე მინდა ერთი რამ ახლა ქართველ საზოგადოებას ქართველ ე.წ პოლიტიკოსებს, თქვენ ჟურნალისტებს, გხარებულები ხართ? მთავარი არხი, ტვ პირველი, რუსთვი 2 სხვა დანაჩენები. შავი სიხარულით გიხარიათ? ხატი რომ მობრძანდება? მე გაოგნებული ვარ საერთოდ ჩვენი ე.წ პოლიტიკური სოექტრის ქმედებით. გაოგნებული და შეძრული ვარ, ხატმაბრძელეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით რც ხდება. ეს არუს 21 საუკუნის ხატმებრძლოეობა, რასაც ჩვენ ახალა თავლას ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა რომ ამაში ჩართული იყო მე ჯერ ვამბობ ქართულ მხარეზე, მთელი პოლიტიკური სპექტრი. არამარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელუსუფლებო ლიდერებიც კობახიძის შტო მთლიანად და ეს ხატის გადმობრძანება, რომ ხდება საერთოდ დიდად იშრომეს ამ ადამიანებმა იმისთვის რომ ხატი გადმობრძანებულიყო, იმდენად გააფუჭეს და დააზიანეს ყველაფერი, მათი თვალსაწიერიდან ვმბობ ამას. ამასთნვე, ძალიან სამწუხაროა რომ იმ ნაბიჯს რაც ჩვდნ გადავდგით, ძალიან ჩუმ და უპრეტენზიო ნაბიჯს ჩვენი ჩავლით აფხაზეთში. მე თქვე არ მომიწვევიხართ ენგურზე როდესაც ხატს მივაბრძანებდით მე და გიორგი ლომია ილორის ტაძარში. მე რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერა მდომებოდა აქ მოგიწვევდით ენგურის ხიდზე და თქვენ გდიღებდუთ იმ ყველაფერს მაგრამ, მთელი ეს პროცესი დააზიანეს სააკაშვილ-ბოკერიებმ. მათტნ მიბმულმა ენჯე9ებმა მათ მიერ კონტროლირებადმა მედიამ თბილიში. პლიუს კობახიძის ხაძმა, კობახიძის ხაზმა სუსში, აი პირდაპირ ვამბობ იმ მაღალჩინოსნებმა სუსიდან, რომლებიც კავშირში არიან კობახიძესთან. ყველას სახელი და გვარი ვიცი, ყველას სათითოდ გამხელთ დღეს გეუბნებით ამას. ამასთანავე თხუთმეტიოდე ბოკერია, ხოშრარია, სააკაშვილი აღმოჩნდა რა თქმა უნდა აფხაზეთი რომლებმაც მთელი ეს პროცესი იმდენად მტრულად მიიღეს დაქოქილი თბილისიდან აქედან შენთებული ცეცხლი იქაც დაიწყეს დიდი აჟიოტაჟი და ვნებათა ღელვა. მე მინდა ყველას ვუთხრა ღვთისმშობელს ვერავინ ვერ მოერევა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ დამიანს ვინც დღეს მოვიდა ენგურის ხიდზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ივეერის ღვთისმშობელსაც ებრძოდნენ, რომელიც გაბეწყინდა. ახლა ილოეის ღვთისმშობლის ფაბრწყინების დრო მოდის. მე არ მწყდება გული აფხაზებზე,მე კიდევ ერთხელ ენგურუს ხიდიდან აფხაზებს მივმართო, ჩემო აფხაზეო დებო და ძმებო მე თქვენ მიყვარხართ დღევანდელი ფაქტი ვერ გაგვაჩერებს ჩვენ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები შერიგების გზაზე. ჩვენ უახლოეე ხანში კიდევ გვაქვს დაგეგმილი ნაბიჯები რაც სიხარულს მოუტანს აფხაზებს, სიხარულს მოუტანს ქართველებს და ოსებს.”,-აღნიშნა მან. ცნობისთვის, აფხაზებმა ენგურის ხიდამდე ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე დღის წინ მოაბრძანეს. მანამდე ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც” გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ქართველმა პოლიტიკოსებმა – პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

წინა სტატია“გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე” – გადაცემის სტუმარია ცენტრი “აფხაზეთის” პროექტის კოორდინატორი ირაკლი ქოჩუა [Video]
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის ტაძარში დაბრძანდება [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური