მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა..

დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა..

Published on

საბჭოთა ჯალათების მიერ ნაწამები პატრიარქი -ამბროსი ხელაიას დაკითხვის ოქმი:


პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?
კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?
კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას


მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?
კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

ოსამართლე ერქომაიშვილი -როდის იყო საქართველო თავისუფალი?
კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.


ასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს?
კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?
კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.


პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?
კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.


პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?
კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.


პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?
კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.


პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?
კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.


მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად, რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?
კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც.”

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...