მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალციხეში 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა

ახალციხეში 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა

Published on

ახალციხის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის, გიორგი არაბიძის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

“აქვს პოლიტრავმული დაზიანებები, ქალა-ფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ამ ეტაპისთვის პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე”. – თქვა ექიმმა და აღნიშნა, რომ “დიდი ალბათობა არსებობს, გართულდეს პაციენტის მდგომარეობა”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...