მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება დაიწყო

დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება დაიწყო

Published on

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა პროფესიული ტესტირება დღეს, დილის 9 საათზე საქართველოს 59 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.

განათლების სამინისტროს განცხადებით, 59-ვე ცენტრში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და აპლიკანტებს საშუალება აქვთ კომფორტულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.

“დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიული ტესტირება დაიწყო. პროცესი დღეს და ხვალ გაგრძელდება. აპლიკანტებს საგამოცდო ოთახებში შესვლამდე ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი და ცენტრში შესვლის შემდეგ დისტანციურად განაწილდნენ,”- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...