მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უგუნური და საშიში" თავდასხმა - აშშ საელჩო საქართველოში გმობს ლუგარის ლაბორატორიაზე...

“უგუნური და საშიში” თავდასხმა – აშშ საელჩო საქართველოში გმობს ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევას

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევას “უგუნურ და საშიშ” თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას გმობს. ამის შესახებ განცხადება საელჩომ ოფიციალურ ფეისბუქზე გაავრცელა.

“ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო საქართველოში აღნიშნავს, რომ კიბერსივრცის უსაფრთხოება სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებებზეა დამოკიდებული, ამიტომ, მათი განცხადებით, ისინი საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შეასრულებენ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს.

“ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”, — ნათქვამია განცხადებაში.

3 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ კიბერშეტევა განხორციელდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებსაც, რაც ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია. შსს არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზე საუბრობს.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...