მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთის მოქალაქეს, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა...

თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა COVID-19 დაუდასტურდა

Published on

თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. შეხვედრაში საქართველოს, ასევე თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ზინაიდა გაგუას განცხადებით, აღნიშნულ პირს ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრას 13 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორი წარმომადგენელი, რომელსაც “კოვიდ 19”-ზე ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. მასში საქართველოს, ასევე თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. თურქეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მას ეს ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში წევს, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. შეხვედრას 13 კაცი ესწრებოდა, მათ შორის ორი ჩვენი საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელია. ორივე იქნა გუშინ დატესტილი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოს. ორივე გადასულია თვითიზოლაციაში. დღეისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

ნავსადგურის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა და ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...