მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა არის სრული აბსურდი და სისულელე - ლუგარის ლაბორატორიაზე...

საქართველოში ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა არის სრული აბსურდი და სისულელე – ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია – ირაკლი სესიაშვილი

Published on

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია. მისივე თქმით, მისი ერთ – ერთი მიზანი საქართველოსა და აშშ- ის ურთიერთობების დისკრედიტაციაა.

„ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და ის მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

ჩვენ პერიოდულად ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულ თავდასხმას ამ ლაბორატორიაზე. ეს არის დეზინფორმაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლის მიზანიც არის ერთი მხრივ, საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დისკრედიტაცია, მეორე მხრივ, ვითომ გარკვეული ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა საქართველოში, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან მკვეთრი განცხადება, ისევე როგორც შეერთებული შტატების საელჩოს არაერთხელ განუცხადებია.

რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, რომ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს ხელისუფლება არ რეაგირებს, როგორ შეიძლება ტყუილზე რეაგირება მოახდინო? რა ტიპის რეაგირება უნდა მოახდინო? ამ ყველაფერზე სწორი რეაგირება არის კოვიდთან წარმატებული ბრძოლა, მაშინ როცა რუსეთს ამ მხრივ ძალიან სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და ალბათ, ეს აწუხებს ოკუპანტს, რომ მისი მეზობელი ასეთი წარმატებულია თანამედროვე ტექნოლოგიებში“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...