მთავარისიახლეებისაზოგადოებარეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება - ჯანდაცვის...

რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება – ჯანდაცვის მინისტრი

Published on

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მისამართით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ფაქტებზე სახელმწიფოს ექნება მყისიერი რეაგირება, მათ შორის, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაც დაიკეტოს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არაერთხელ, ჩემს კომუნიკაციაში, ვეცადე განმემარტა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან, ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას.

რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება და აღსრულდება. გაეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები და ასევე, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები. შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სიახლეები

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....