ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ,,აფსადგილ ინფო” ავრცელებს. გასულ დღე-ღამეში ტესტი 190 ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 30 კოვიდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 384 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 138 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.