მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო არჩევნების თარიღს პრეზიდენტი დღეს ოფიციალურად დაასახელებს

საპარლამენტო არჩევნების თარიღს პრეზიდენტი დღეს ოფიციალურად დაასახელებს

Published on

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალურად დაასახელებს. გადამწყვეტ არჩევნებს პრეზიდენტი კონსტიტუციის თანახმად, სავარაუდოდ, შაბათს, 31 ოქტომბერს დანიშნავს.

არჩევნების თარიღის ოფიციალურად დასახელების შემდეგ გახსნილად გამოცხადდება წინასაარჩევნო კამპანიაც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის ეს ბოლო არჩევნებია.

ხელისუფლების ოპონენტები მძიმე საარჩევნო კამპანიას ელოდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ “ოცნება” ხელისუფლებაში დარჩენისთვის რადიკალურ ზომებს გამოიყენებს.

არასამთავრობო სექტორი კი იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა. მათ შორისაა ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნოდ გამოყენება და მოხელეების სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა.

სიახლეები

ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას – ზელენსკი საქართველოზე

ანდრიი სიბიჰასთან ერთად განვაახლეთ ჩვენი ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები მაისისა და ივნისისთვის. გუნდურ დონეზე,...

საპატრიარქო-მსოფლიო პატრიარქმა შიო III კონსტანტინოპოლში მიიწვია

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათივე...

სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 დღით...

გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის წყვეტს

გამოცემა Saarbrücker Zeitung იუწყება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა,...