მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა ,,სითი მედიკალში''? ოჯახი ექიმებს 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე...

რა მოხდა ,,სითი მედიკალში”? ოჯახი ექიმებს 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე უჩივის. საქმეს შშს იძიებს

Published on

“სითი მედიქალის” ექიმების მხრიდან 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, 77 წლის ქალის ოჯახის წევრები “სითი მედიქალის” ექიმებს პაციენტზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

„პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვუსვამთ ხაზს, საგამოძიებო უწყება თვითონ იყო შესული და აპირებენ ექსპერტიზასაც. ველოდებით კამერების გახსნას, რომ ნახონ და გადმოგვცენ ინფორმაცია. ჩვენ არ გვიშვებენ კამერებამდე, ასეთი პროტოკოლიაო. მინდა კამერები გაიხსნას, რომ ნამდვილად დამტკიცდეს, რატომ არის ჩალურჯებები“, – განაცხადა პაციენტის ახლობელმა რუსუდან ხარაბაძემ.

აღნიშულ ფაქტს არ ადასტურებს კლინიკა „სითი მედიკალის“ დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი და აცხადებს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

„კამერებიდან აიღეს ჩანაწერი. ვინც არ არის აპარატულ სუნთქვაზე, იმან დაადასტურა, რომ არაფერი ყოფილა. მე თვითონ ვუყურე ჩანაწერებს, მე იქ ვერაფერი დავინახე, არ ვიცი პოლიცია რას დაინახავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ სიმართლეს არ შეესაბამება ეს განცხადება“, – განაცხადა ნიკა მენთეშაშვილმა.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...