მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ნიკო კეცხოველის პრემია 2020’’ -ის ფინალური ტურის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

,,ნიკო კეცხოველის პრემია 2020’’ -ის ფინალური ტურის გამარჯვებულები გამოვლინდნენ [Video]

Published on

ზუგდიდში ,,ნიკო კეცხოველის  პრემია 2020’’ -ის ნახევარფინალური  ტური ჩატარდა. ღონისძიებაზე მონაწილე სკოლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და აფხაზეთიდან წარმოადგინეს  კონკურსის ფარგლებში განხორციელებული  აქტივობები.   ჟიურიმ  გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით, ეროვნულ ტურში – ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად. ფინალურ ეროვნულ ტურში გადავიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 5 სკოლა: ზუგდიდის ნომერ პირველი, ლეციცხვაიეს და ხეთის საჯარო სკოლები, პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, აფხაზეთიდან კი ოტობაიის პირველი საჯარო სკოლა.

რეგიონული  ტურის მონაწილეებმა და გამარჯვებულებმა  ორგანიზატორებისგან და პარტნიორებისგან სპეციალური  პრიზები მიიღეს.კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, განათლებისა დამეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად.

სასკოლო კონკურსი ,,ნიკო კეცხოველის პრემია-2020’’ ხორციელდება ,,ტყის მდგრადი მართვა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის განვითარებისათვის’’ პროექტის ფარგლებში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...