მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სტუმრად მყოფ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში სტუმრად მყოფ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 29 აგვისტოს, კორონავირუსზე 269 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. გამოკვლეული პირებიდან ერთ პაციენტს ინფექცია დაუდასტურდა, დანარჩენი 268 პირის პასუხი კი უარყოფითია.

გამოკვლეულ პირებს შორისაა, ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 19 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 218 თანამშრომელი, ეპიდკერაში მყოფი ოთხი მოქალაქე.

ასევე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს კარანტინიდან 12, ხოლო თვითიზოლაციიდან ხუთი მოქალაქე.

სტუმარი ქალბატონი, რომელსაც ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა სასტუმრო “ზუგდიდი თაიმში” იყო დაბინავებული.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...